წერილი წარმატებით გაიგზავნა

ოპერაციის შესრულებისას დაფიქსირდა შეცდომა! წერილი არ იყო გაგზავნილი

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი!

სიახლეების გამოწერა დასრულდა წარმატებით!

სიახლეების გამოწერისას მოხდა შეცდომა!

მითითებული ელ-ფოსტა უკვე არსებობს გამოწერის სიაში!

გთხოვთ შეიყვანოთ სწორი ელ-ფოსტა!

პუბლიკაციები

FACEBOOK-ში ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქტიურობის მონიტორინგი “ქართველთა მარშის” წინ

მოძრაობა "ეროვნულების” ლიდერმა 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე "ქართველთა მარში” დაანონსა, რომელიც მათი თქმით, არალეგალი უცხოელების წინააღმდეგ არის მიმართული. მარშის ორგანიზატორები არალეგალებში კონკრეტული ეროვნების წარმომადგენლებს - ირანელებს, არაბებს, აფრიკელებს და სხვებს გულისხმობენ და მათ საქართველოს ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორები ასევე ითხოვენ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას. საზოგადოების მობილიზებას ღონისძიების ორგანიზატორები სოციალური მედიის მეშვეობით ახდენენ. 

მედიის განვითარების ფონდმა 2017 წლის 14 ივნისიდან 11 ივლისამდე 9 ულტრანაციონალისტური ჯგუფის ფეისბუქ გვერდის მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის დროს დაკვირვება აღნიშნული გვერდების აქტიურობაზე, აუდიტორიის მოცვაზე, ყველაზე ხშირად გამოყენებულ წყაროებზე, ყველაზე პოპულარულ პოსტებზე, ხშირად და იშვიათად გამოყენებულ სიტყვებზე, ასევე მარშთან დაკავშირებულ მოწოდებებსა და სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებზე მოხდა. 

ბმული: FACEBOOK-ში ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქტიურობის მონიტორინგი "ქართველთა მარშის” წინ
  • გააზიარე: